Sunday, December 15, 2013

ნატურალურ მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებები

გაკვეთილის მთავარი თემა
ნატურალურ მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებები
მასწავლებლის სახელი, გვარი
ნინო ღონღაძე
სწავლების საფეხური
მეექვსე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში ცხრა მოსწავლეა კლასში არ არის ინკლუზიური მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ნატურალურ მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების შესწავლა.
თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
-ერთი და იგივე რიცხვის ნამრავლის ხარისხის სახით ჩაწერა;
-ტოლფუძიანი ხარისხების გამრავლება;
-ტოლფუძიანი ხარისხების გაყოფა;
-ნამრავლისა და განაყოფის სტანდარტული ფორმით ჩაწერა.
წინასწარი ცოდნა
მოცემული თემის შესასწავლად წინასწარი პირობა არის: გავიხსენოთ როგორ ხდება ერთი და იგივე რიცხვების ნამრავლის ხარისხის სახით ჩაწერა'
 თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა უკვე იციან: 
-ერთიდაიგივე რიცხვის ნამრავლის ხარისხის სახით ჩაწერა;
-ტოლ ფუძიანი ხარისხების გამრავლება და გაყოფა;
-ნამრავლისა და განაყოფის სტანდატული ფორმით ჩაწერა.
სასწაულო მასალა და ტექსტური რესურსები
სახელმძღვანელოები, რვეულები, საწერი კალამი, ცარცი, დაფა.
გაკვეტილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
წინა პირობის გავლის შემდეგ გადავდივართ ზოგადად გაკვეთილის ახსნაზე,ახსნის პროცესში მოსწავლეებს ვამუშავებ ჯგუფებში ვახსნევინებ შესაბამის მაგალითებს ამ გზით მოსწავლეები ნელ-ნელა თვითონ მიდიან საბოლო ფორმულამდე.   (15-წთ)
ამ ფორმულების მიღების შემდეგ მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ ტოლფუძიანი ხარისხების გამრავლებისა და გაყოფის წესებს.  (3-წთ)
მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად ვმუშაობთ სახელმძღვანელოში არსებულ სავარჯიშოების ამოხსნახე   (25-წთ)
გაკვეთილის ბოლოს ვაძლევ საშინაო დავალებას და ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას ათ ბალიანი სისტემით (2-წთ)


No comments:

Post a Comment