Friday, December 13, 2013

პროექტი

პროექტის სახელწოდება
მონაცემები საქართველოს კალათბურთელთა გუნდის მოთამაშეთა შესახებ.
პროექტის მთავარი იდეა
სტატისტიკური მონაცემების შეგროვება კალათბურთელთა ასაკისა და სიმაღლის შესახებ.
პროექტის აქტუალობა
მოცემული თემის ირგვლივ ყველანაირი სტატისტიკური მონაცემები აქტუალურია და ინტერესს იწვევს მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები
-მოსწავლემ ისწავლოს შესაფერისი კითხვის დასმა თემის საკვლევად;
-შეძლოს მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა :ცხრილების, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით;
-შეძლოს არჩევა შესაფერისი შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლებისა;
-მოსწავლეს უნდა შეეძლოს თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შედარება დადალაგება/კლასიფიცირება.
მონაწილეთა ასაკი
მეექვსე კლასის მოსწავლეები
ვადები ხანგრძლივობა
პროეცტის მსვლელობისათვის საკმარისია ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები
-მოსწავლე სვავს შესაფერის კითხვებს სალვლევი თემის ირგვლივ;
-მოსწავლე შეგროვილმონაცემებს წარმოადგენს შესაფერისი ხერხით (ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა);
-ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს,ითვლის და იყენებს მათ მოცემული ჯგუფის დასახასიათებლად;
-ახდენს თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შედარებას, დალაგება/კლასიფიცირებას.
საჭირო რესურსები
წიგნები, რვეულები,დაფა, ცარცი,ხაზვისათვის საჭირო ინვენტარი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
საპროექტო თემის შესარჩევად მოსწავლეები დაასახელებენ რამდენიმე საინტერესო აქტუალურ თემას: "ნავთობ პროდუქტები ფასების ცვლილებები", "ვალუტის გაცვლის კურსი", "მონაცემები საქართველოს კალათბურთეთა შესახებ". მოსწავლეთა უმრავლესობამ სამუშაოდ აირჩია ბოლო თემა.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ჩამოაყალიბეს რამდენიმე შეკითხვა: "იპოვეთ მოთამაშეთა საშუალო ასალი"? "საშუალო სიმაღლე"? " იყო თუ არა გუნდი ახალგაზრდული"? "რას იტყვითმოთამაშეთა სიმაღლის შშესახებ"?
ამის შემდეგ მოსწავლეები ინაწილებენ მოსაძიებელ სამუშაოებს. მოძიებას აპირებენ როგორც გამოკითხვით ასევე ინთერნეტით. ინფოპმაციის მოძიფბის შემდეგ იკრიბებიან და შეგროვილი მასალის საფუძველზე ყველა თემას აანალიზებენ და პასუხს ცემენ. ერთერთი მოსწავლე ემზადება პრეზენტაციისათვის და აკეთებს პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირები
არცერთ საგანთან არ გვაქვს კავშირი
პროექტის ხელმძღვანელი.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
ხელმძღვანელი: ნინო ღონღაძე
ელ. ფოსტა: ninogongadze65@gmail.com.


No comments:

Post a Comment